სტუ-ში ჟან მონე მოდულის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

2022 წლის 4-5 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ ჟან მონე მოდულის პროექტის ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ ფარგლებში კავკასიის ევროპული კვლევების ასოციაციასთან ერთად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რა როლი აქვს ევროკავშირს?“ გაიმართება.
კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
კონფერენციის ორგანიზატორია სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. კონფერენციის სამუშაო ენა – ინგლისური.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *