სტუ-ში ჟან მონე მოდულის პროექტის ფარგლებში II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2022 წლის 29-30 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟან მონე მოდულის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ევროინტეგრაცია“ გაიმართა. კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს. კონფერენცია სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ბატონმა ზურაბ გასიტაშვილამა.კონფერენციის გახსნაში მონაწილეობდნენ: პროექტის კოორდინატორმა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა  სტუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ ფაჟავამ. კავკასიის ევროპული კვლევების ასოციასციის თავმჯდომარე – პროფესორი თომას კრუისმანი, გრაცის უნივერსიტეტი. კონფერენცია მოიცავდა შემდეგ თემატური მიმართულებებს: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; სამართალი; ბიზნესი და მენეჯმენტი. კონფერენციაში  საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტეტის პროფესორ-მასწავლებელი, დოქტორანტი და მაგისტრი მონაწილეობდა. კონფერენციის მიზანი იყო სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებში ევროინტეგრაციული კვლევების მხარდაჭერა; კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში „ევროპული კვლევები“, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება პროექტის ვებგვერდზე http://jeanmonnet.gtu.ge

პროექტი მხარდაჭერილია ერასმუს + ჟან მონე მოდულისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *