სტუ-ში ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია” დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ დაიწყო.ლექციებს აღნიშნული პროექტის კოორდინატორი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა კითხულობს.მიმდინარე, 2020 სასწავლო წელს პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია: უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტები. სალექციო კურსი წარმოადგენს თავისუფალ კომპონენტს…

Continue reading

სტუ-ს ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა 2019 წლის ჟან მონეს პროგრამის კონკურსის გამარჯვებული გახდა

2019 წლის ჟან მონეს პროგრამის კონკურსის გამარჯვებული გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა. პროექტის სახელწოდება: „ევროპის იდეა და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“. პროექტის მიზანია: ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია. პროექტის ამოცანაა: ახალგაზრდების ცოდნის ამაღლება ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროინტეგრაციულ საკითხებზე; პროექტი სამწლიანია და ითვალისწინებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის  ლექციების…

Continue reading