სტატიის მომზადების სახელმძღვანელო

სტატიის სტრუქტურა

გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი  ნაშრომი უნდა გაფორმდეს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის APA ციტირების სტილის მიხედვით. ნაშრომი სტრუქტურირებული უნდა იყოს IMRAD (Introduction, Methods, Results, Discussion) ფორმატით.

სტატიის   ტექნიკური მახასიათებლები:

სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ  ვერსიით (Microsoft Word-ის ფორმატში (.doc გაფართოებით);

სტატია ქართულ ენაზე შრიფტით Sylfaen;

სტატია ინგლისურ ენაზე შრიფტით Times New Roman;

სხვა ენებზე უნიკოდის შრიფტებით;

ფაილის სახელწოდება უნდა იყოს ავტორის გვარი, მაგალითად, pazhava.doc.

სტატიის მოცულობა (გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და სხვა ტიპის დანართების ჩათვლით) უნდა იყოს არანაკლებ ხუთი (10 ათასი ნიშანი)  და  არაუმეტეს 20 კომპიუტერული გვერდისა (40 ათასი ნიშანი).

სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით:

სტრიქონებს შორის ინტერვალი 1;

შრიფტის ზომა   11;

ოთხივე მხრიდან დატოვებული მინდორი 2,54 სმ.

სტატიის სათაური: სტატიის სათაური წარმოდგენილი უნდა იყოს  ინგლისურ და სტატიის ორიგინალ ენებზე (შრიფტის ზომა 12, გამუქებული). იწერება შუაში. ინგლისურენოვანი სათაური ფორმდება მთავრული ასოებით.  სათაური უნდა იყოს  მოკლე,  კონკრეტული (არა ზოგადი) და ასახავდეს სტატიის შინაარსს. მოერიდეთ შემოკლებებს, აბრევიატურებს, ორიენტირდით მაქსიმალურად ფართო საზოგადოებაზე.

სათაურის ზემოთ მარცხენა მხარეს უნდა მიეთითოს დარგი/ქვედარგი.

ავტორი/ავტორები: სტატიის სათაურის ქვემოთ (მარჯვენა მხარეს) ინგლისურ და  სტატიის ორიგინალ ენებზე უნდა მიეთითოს ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი, აკად. ხარისხი, თანამდებობა, ინსტიტუციის მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა, ORCID კოდი (თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით ვებ. მისამართზე: https://orcid.org/).

აბსტრაქტი (მოკლე შინაარსი):   ინგლისურ და სტატიის ორიგინალ ენებზე 200-250 სიტყვა აბსტრაქტი  უნდა იყოს ინფორმაციული, სტატიის ძირითადი შინაარსის ამსახველი, აღწერდეს კვლევის მიზანს, აჯამებდეს კვლევის ძირითად შედეგებს და წარმოაჩენდეს მის თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. უნდა იყოს სტრუქტურირებული, ე. ი. მისდევდეს სტატიის აგების ლოგიკას IMRAD ფორმატის შესაბამისად. აბსტრაქტი გამოყოფილია ცალკე სტატიისგან. ამიტომ, მითითებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული;

აბსტრაქტში კატეგორიულად უნდა ავიცილოთ თავიდან ზოგადი, არაფრის მთქმელი სიტყვები, რაც მხოლოდ ზრდის ტექსტის მოცულობას, მაგრამ ხელს არ უწყობს სტატიის შინაარსის გახსნას. მოკლედ,  უნდა იყოს არსებითად ორიგინალური. საჭიროა მოკლე და ფაქტობრივი აბსტრაქტი.

საკვანძო სიტყვები/keywords: სტატიას თან უნდა ახლდეს სწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები /ფრაზები (5-7). გამოიყენეთ მხოლოდ მიღებული შემოკლებები. სიტყვები/ფრაზები ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს წერტილ-მძიმით.

სტატიის შესავალი/Introduction: გამოკვეთილი უნდა იყოს: პრობლემის არსი; თქვენი მიზნები; როგორია თქვენი ჰიპოტეზა; თქვენი ნაშრომის მნიშვნელობა; რა იყო გაკეთებული ადრე (ლიტერატურის მიმოხილვა, გამოყავით რამდენიმე ყველაზე საინტერესო და ორიგინალური ნაშრომი, მათ  შორის უკანასკნელი გამოცემები; რეკომენდირებული არ არის დიდი რაოდენობა დამოწმებული ლიტერატურისა, რომელსაც კავშირი არა აქვს თემასთან, ან არამიზნობრივი ჩანართები საკუთარ მიღწევებზე); რა შედეგებს მიაღწიეთ. წარმოდგენილი უნდა იყოს ლაკონურად;

მეთოდები/Methods: სტატია უნდა იყოს მეთოდოლოგიურად სწორად აგებული, ანუ უნდა ჩანდეს კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენება. აღწერეთ როგორ შეისწავლეთ დასმული საკითხი: მოიყვანეთ ვრცელი ინფორმაცია; 

შედეგები/Results: შედეგები უნდა იყოს ნათელი და მოკლე. დაალაგეთ ეს პარაგრაფი ჰიპოთეზების/თეზისების მიხედვით.  მონაცემების გასაზოგადებლად გამოიყენეთ გასაგები ილუსტრაციები (დიაგრამები, ცხრილები, სურათები და სხვ). ილუსტრაციები და ტექსტი არ უნდა იმეორებდეს ერთმანეთს. ილუსტრაციების დასახელებებს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი მნიშვნელობა. მოწოდებული მასალა უნდა წარმოდგეს ინტერპრეტირებულად: მკითხველები ხშირად უყურებენ ჯერ ილუსტრაციებს – შემდეგ კითხულობენ. ამიტომ, ილუსტრაციები უნდა იყოს გასაგები და ინფორმაციული;

მსჯელობა/Discussion: ამ პარაგრაფში წარმოჩენილი უნდა იყოს   ნაშრომის შედეგების მნიშვნელობა და არ იმეორებდეს მათ. ზოგჯერ შედეგების და მსჯელობის პარაგრაფების გაერთიანება მისაღებია (შედეგები და მსჯელობა). თავი აარიდეთ ვრცელ ციტატებსა და გამოქვეყნებული ლიტერატურის მიმოხილვას. გამოკვეთეთ რას ნიშნავს თქვენი შედეგები (რა მნიშვნელობა აქვთ მათ). მსჯელობა უმნიშვნელოვანესი ნაწილია, იგი უნდა შეესაბამებოდეს  შედეგებს. არ ღირს იმ ნაშრომების იგნორირება, რომელთა შედეგები ეწინააღმდეგება თქვენსას – გამართეთ მათთან დისკუსია და დაარწმუნეთ მკითხველი თქვენს სისწორეში. განიხილეთ თქვენი შედეგების ფარული შინაარსი, შეადარეთ თქვენი შედეგები მანამდე არსებულ კვლევებს.

დასკვნები/Conclusions: ნაშრომის მთავარი დასკვნები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს დასკვნის პარაგრაფში, რომელიც შესაძლოა ან ცალკე პარაგრაფად იყოს  წარმოდგენილი, ან ქვეპარაგრაფის სახით შედეგებისა და მსჯელობის პარაგრაფში.

გამოყენებული ლიტერატურა/References: დასახელებული ლიტერატურა და წყაროები ლაგდება ანბანთრიგზე (იხ. ქვემოთ).

მადლიერება/Acknowledgement: სტატიის ბოლოს, ცალკე პარაგრაფში, შენიშვნებამდე, მადლიერება გამოხატეთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც დაგეხმარნენ კვლევისას. ეს პარაგრაფი არ მიუთითოთ სქოლიოს სახით სათაურთან ან სხვაგვარად.

სქოლიო Footnotes: შეეცადეთ, ხშირად არ გამოიყენოთ სქოლიო. თუ რაიმე მნიშვნელოვანია, ის ტექსტში ჩაწერეთ, სხვა შემთხვევაში გამორიცხეთ. სქოლიო დანომრეთ არაბული ციფრებით თანმიმდევრულად ტექსტის დამუშავების პროგრამების საშუალებით. სხვა შემთხვევაში შეძლება მიუთითოთ ვარსკვლავის ნიშანი(*), ხოლო შენიშვნა გამოიტანოთ იმავე გვერდზე ტექსტის ბოლოს.

ლიტერატურის დამოწმების წესი/ Citation Form:

გამოსაქვეყნებელ სტატიებში ციტირება და ბიბლიოგრაფია გაფორმებული უნდა იყოს APA სტილის მიხედვით. ბიბლიოგრაფია ფორმირებული უნდა იყოს პროგრამულად. ავტორებმა უნდა გამოიყენონ Microsoft Word-ის ბიბლიოგრაფიის ხელსაწყო (REFERENCES), ან ბიბლიოგრაფიის მენეჯმენტის პროგრამები (მაგ. Mendeley, Zotero, RefMan, Endnote, JabRef და სხვ.).

მითითების  სტილი/Reference style:: სამეცნიერო პუბლიკაციაში მოტანილი ციტატა ძირითადი ტექსტისგან გამოიყოფა ბრჭყალებით („ “). ციტირების დასასრულს მრგვალ ფრჩხილებში უნდა დაისვას ინდექსი, სადაც მიეთითება ციტირებული ტექსტის ავტორის გვარი ორიგინალ ენაზე, ტექსტის გამოქვეყნების წელი,  შემდეგ ორწერტილი და შესაბამისი გვერდის ნომერი, ან მძიმე   და შესაბამისი გვერდი. მაგ.: (თაყაიშვილი, 1920: 23),  ან  (თაყაიშვილი, 1920, გვ. 23). თუ სტატია ინგლისურენოვანია, მაშინ ციტირებული ტექსტის  ავტორის გვარი მიეთითება როგორც REFERENCES – შია მითითებული (იხ. ქვემოთ).

გაითვალისწინეთ, რომ ყველა წყარო, რომელიც მოყვანილია ტექსტში, ასევე მითითებულია გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალშიც და პირიქით. გამოუქვეყნებელი შედეგები და პირადი კავშირები არ არის რეკომენდირებული იყოს წყაროთა ჩამონათვალში, მაგრამ შეიძლება აღნიშნული იყოს ტექსტში. თუკი ეს წყაროები მითითებულია წყაროთა ჩამონათვალში, მაშინ ის უნდა აკმაყოფილებდეს ჟურნალში წყაროთა მითითების სტანდარტულ სტილს. წყაროში აღნიშნული ციტატა – „ბეჭდვაში“ ნიშნავს, რომ ნაშრომი გამოსაქვეყნებლად მიღებულია.

გამოყენებული ლიტერატურის და წყაროების მითითება/Indication of used literature and sources:

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები, მიუხედავად იმისა თუ რომელ ენაზეა გამოქვეყნებული სტატია, ფორმირდება ორი სახით: გამოყენებული ლიტერატურა (ან გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები/გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა/ გამოყენებული ლიტერატურისა და წყაროების ნუსხა და სხვ.) და REFERENCES.

გამოყენებული ლიტერატურა/ Used literature 

გამოყენებულ ლიტერატურა– ში გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა  ეთითება ორიგინალ ენაზე.  წყაროები და ლიტერატურა  ლაგდება ანბანთრიგზე. ჯერ ეთითება ქართულენოვანი, ხოლო შემდეგ არაქართულენოვანი მასალა.

წყაროებისა და ლიტერატურის მითითება ხდება  შემდეგი წესით/Sources and literature are cited as follows:

წიგნი  ერთი  ავტორით /A book with a single author:

ჯავახიშვილი, ი. 1913. “ქართველი ერის ისტორია”, ტ. I. თბილისი, გამომცემლობა „თბილისის უნივერსიტეტი“.

Sayse, A. H. (1882). The Cuneiform Inscriptions of Van. part 7, JRAS 14.

წიგნი  ორი  ან მეტი  ავტორით / A book with two or more authors:

მეფისაშვილი, რ.  თუმანიშვილი, დ. (1989). ბანას ტაძარი. თბ.: გამომცემლობა „მერანი“.

წიგნი ავტორის გარეშე (რედაქტირებული  ან  შედგენილი )/ A  book  without  an author  (Edited or compiled)

ქრონიკები და სხვამასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა. (1897). შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ. წ. 2,   ტფილისი.

სტატია  ჟურნალიდან, კრებულიდან  ან  გაზეთიდან / Article from a journal or a newspaper

 შანიძე, აკ. (1962). ბასილი ეზოსმოძღვრის ისტორიული თხზულების ერთი შერყვნილი ადგილის გამართვისათვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. ტ. 99. გვ.23-40.

 საგაზეთო  სტატია  ავტორისა  და  სათაურის გარეშე/ Newspaper article  without an author or a title:

 გაზეთი „ივერია“. (1897). #2, ტფილისი

 საენციკლოპედიო ან  ქრესტომათიული სტატია/ Encyclopedic textbook    or article:

შოშიაშვილი, ნ. (1975). აბუსერისძენი.  ქსე. ტ. 1, თბ.

 საისტორიო წყარო/ Historic source:

ბასილი ეზოსმოძღვარი. (1959). ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი. ქართლის ცხოვრება. ტ. II. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ.: გამომცემლობა „მერანი“.

 ჟამთააღმწერელი. (1987). ასწლოვანი მატიანე. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა რევაზ კიკნაძემ. თბ.: გამომცემლობა „მერანი“.

ხელნაწერთა აღწერილობა/ Description of  manuscripts:

A ფონდის აღწერილობა. (1973).  ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციის.  ტ. II. ელ. მეტრეველის რედაქციით. თბ.

 S ფონდის აღწერილობა. (1959). ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (S) კოლექციისა.  ტ. I. ელ. მეტრეველის რედაქციით. თბ.

 ერთი ავტორის  ერთსა და იმავე  წელს  გამოცემული  რამდენიმე  წიგნი/ Several books  by one   author published  in the same year:

კაკაბაძე, ს. (1921)ა. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები. წ. 1. ტფ.

კაკაბაძე, ს. (1921)ბ. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები. წ. 2. ტფ.

ციფრული წიგნის დასამოწმებლად იხელმძღვანელეთ ნაბეჭდი წიგნის მითითებისთვის არსებული წესებით. სტანდარტული ელემენტების გარდა ბიბლიოგრაფიაში ინტერნეტში განთავსებული წიგნებისთვის მიუთითეთ URL მისამართი და წვდომის თარიღი. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ URL მისამართი არ არის საკმარისი; დაურთეთ მაქსიმალური ინფორმაცია გამოცემის შესახებ, რათა მკითხველს შეეძლოს წყაროს მოძებნა იმ შემთხვევაშიც კი, თუ URL მისამართი შეიცვლება. თუ გვერდის ნომრები არ არის აღნიშნული, ციტირებული მონაკვეთის ადგილმდებარეობა მიუთითეთ აღწერილობითად, მაგ. წამძღვარებული ქვესათაურით.

ა.:  სახელი გვარი, წელი, სათაური, გამოცემის ნომერი (გამოცემის ადგილი: გამომცემელი,), ქვესათაურის „ქვესათაური“ ქვეშ, URL მისამართი (წვდომის თარიღი).

Julian Samora and Patricia Vandel Simon. (2000).  A History of the Mexican-American People, rev. ed. (East Lansing, MI: Julian Samora Research Institute, Michigan State University), under “Civil War in mexico,”http://www.jsri.msu.edu/museum/ pubs/MexAmHist/ chapter14.html#six (19.12.2005).

ბ.: გვარი, სახელი. სათაური. გამოცემის ნომერი. გამოცემის ადგილი: გამომცემელი, წელი. URL მისამართი (წვდომის თარიღი).

Samora Julian and Patricia Vandel Simon. (2000). A History of the Mexican-American People.Rev. ed. East Lansing, MI – Julian Samora Research Institute, Michigan State University..http://www.jsri.msu.edu/museum/pubs/MexAmHist/chapter14.html#six (19.12.2005).

სხვა ელექტრონულ ფორმატში გამოქვეყნებული (მაგ.: CD-ROM, Microsoft Reader e-book) წიგნების მითითებისას მიუთითეთ წიგნის ფორმატიც.

ა.:  სახელი გვარი,წელი, სათაური (გამოცემის ადგილი: გამომცემელი,), წიგნის ფორმატი.

Thomas H. Davenport and John C. Beck. (2001). The Attention Economy: Understanding the New Currency of Business (Cambridge, MA – Harvard Business Scholl Press). TK3 Reader e-book.

 ბ.: გვარი, სახელი. სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემელი, წელი. წიგნის ფორმატი.

Hellman, Hal. (2004). Great Feuds in Technology – Ten of the Liveliest Disputes Ever. New York: John Wiley.  Rocket e-book.

შესაძლებელია ინტერნეტ წყაროები  შევიდეს ლიტერატურისა და წყაროების საერთო ჩამონათვალში ან გაკეთდეს ცალკე ჩამონათვალი  (მაგალითად, ლიტერატურისა და წყაროთა ჩამონათვალის შემდეგ).

REFERENCES

REFERENCES-ში ლიტერატურა და წყაროები ეთითება იგივე თანმიმდევრობით, როგორც გამოყენებულ ლიტერატურაში. არალათინური შრიფტის მქონე ენებისათვის წყაროები და ლიტერატურა ეთითება ლათინური ტრანსლიტერაციით. ქართული ლიტერატურის და წყაროების ტრანსლიტირება უნდა განხორციელდეს რომანიზაციის ქართული ეროვნული სისტემის მოდელზე“ (იხ. www.google.com – ამ დასათაურებით). რეკომენდებულია ქართული ტექსტის ტრანსლიტირება განახორციელოთ პროგრამულად

Comments are closed.