პროექტი

პროექტი ევროპული იდე და საქართველოს ევროინტეგრაცია დაფინანსებულია

ევროკავშირის მიერ

პროექტის მიზანი:

ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია.

პროექტის პრიორიტეტული მიზნობრივი ჯგუფებია საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის, საზოგადოებრივი ურთიერთობების, მედიატექნოლოგიებისა და არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტები.

პროექტის შედეგები: სტუდენტები მიიღებენ ფართო ცოდნას ევროპული იდეის, ღირებულებებისა და ევროინტეგრაციულ საკითხებზე, საქართველოს და ევროკავშირს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის წინაპირობებსა და ევროინტეგრაციული პროცესების მიმდინარეობის დინამიკაზე საქართველოში.  გააცნობიერებენ ევროინტეგრაციის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების საქმეში.

პროექტის იპმპლემანტაცია:

ლექცია-სემინარები. ითვალისწინებს ლექცია-სემინარების ჩატარებას სტუდენტებისთვის. მომზადდება სალექციო კურსის სილაბუსი. მომზადება და დაიბეჭდება სასალექციო კურსი წიგნად.  სტუდენტებისთვის ასევე ხელმისწვდომი იქნება  სალექციო კურსის ელექტრონული ვერსიაც, რომელიც განთავსდება პროექტის ვებგვერდზე; 

სალექციო კურსის ფარგლებში მოხდება ერთიანი ევროპული იდეის კომპლექსური შესწავლა კულტურულ–ისტორიული და პოლიტიკურ–ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით და ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობა. კურსში თანმიმდევრიბით იქნება შესწავლილი ევროპული იდეის ევოლუცია. ნაშრომში ასევე მოხდება საქართველოში ევროინტეგრაციული პროცესების განვითარების შესწავლა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე.

კონფერენცია ჩატარდება წელიწადში ერთხელ. სულ პროექტის განმავლობაში ჩატარდება 3-ჯერ. თითოეული კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოები ითვალისწინებს ინფორმაციის გავრცელებას კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებისთვის, საკონფერენციო მასალების მომზადება-დაბეჭვას. კონფერენციში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ისევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავებლები, უცხოელი სტუმრები.

კონფერენციის დამთავრების შემდეგ გამოიცემა ჟურნალი „საქართველო და ევროპა“, სადაც განთავსდება კონფერენციაზე გამომსვლების თემები. ჟურნალის სარედაქციო შემადგენლობაში შევლენ, დარგის ცნობილი უცხოელი და ქართველი სპეციალისტები. ინფორმციის გავრცელება მოხდება პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდის საშუალებით, ერაზმუსის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მედიატექნოლოგიის ფაკულტეტის ვებგვერდის მეშვეობით.  ჩატარებული ღონისძიების შესახებ ინფორმციის გავრცელება მოხდება ქართულ და ინგლისურ ენაზე.

Comments are closed.