აბსტრაქტის გაფორმების ინსტრუქცია

აბსტრაქტი (მოკლე შინაარსი):   ინგლისურ და სტატიის ორიგინალ ენებზე. აბსტრაქტი  უნდა იყოს ინფორმაციული, სტატიის ძირითადი შინაარსის ამსახველი, აღწერდეს კვლევის მიზანს, აჯამებდეს კვლევის ძირითად შედეგებს და წარმოაჩენდეს მის თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. უნდა იყოს სტრუქტურირებული, ე. ი. მისდევდეს სტატიის აგების ლოგიკას IMRAD ფორმატის შესაბამისად. აბსტრაქტი გამოყოფილია ცალკე სტატიისგან. ამიტომ, მითითებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. აბსტრაქტში კატეგორიულად უნდა ავიცილოთ თავიდან ზოგადი, არაფრის მთქმელი სიტყვები, რაც მხოლოდ ზრდის ტექსტის მოცულობას, მაგრამ ხელს არ უწყობს სტატიის შინაარსის გახსნას. მოკლედ,  უნდა იყოს არსებითად ორიგინალური. საჭიროა მოკლე და ფაქტობრივი აბსტრაქტი.

ავტორ(ებ)ის სახელი გვარი

აკადემიური ხარისხი/სამეცნიერო წოდება

უნივერსიტეტი/ინსტიტუტი

საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი/ ელფოსტა

აბსტრაქტის გაფორმების წესი

აბსტრაქტის ენა: ქართული, ინგლისური;

სიტყვების რაოდენობა: 200-250 სიტყვა;

კვლევის მიზანი;

კვლევის თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობა;

კვლევის შედეგები;

საკვანძო სიტყვები ნაშრომის სპეციფიკიდან გამომდინარე;

აბსტრაქტის ფორმატი: 

ფორმატი:  DOC (MS-Word);

ფურცლის ზომა  – A 4;

ველი: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5 სმ.

შრიფტი ტექსტისთვის – „ Sylfaen,  “შრიფტის ზომა -12;

ინტერვალი -1.15

სათაური  – შრიფტის ზომა 16;

ავტორის სახელი, გვარი და რეგალიები – შრიფტის ზომა 12;

საკვანძო სიტყვები – რაოდენობა 5-7; 

საკვანძო სიტყვები – შრიფტის ზომა 12;

Comments are closed.