სტუ-ში ჟან მონე მოდულის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2022 წლის 4-5 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ ჟან მონე მოდულის პროექტის ფარგლებში კავკასიის ევროპული კვლევების ასოციაციასთან ერთად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რა როლი აქვს ევროკავშირს?“ გაიმართა.
კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
კონფერენცია სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილამა.
კონფერენციის მონაწილებს მიესალმნენ:
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსის მოადგილე ქალბატონმა ევია კოტანი;
კავკასიის ევროპული კვლევების ასოციასციის თავმჯდომარე – პროფესორი თომას კრუისმანი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი;
პროექტის კოორდინატორი ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი .
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ), Nuova Accademia di Belle Arti. (იტალია), Universidade Federal de Pernambuco. (ბრაზილია), პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის, პოლონეთის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის, ბეიკენტის უნივერსიტეტის (თურქეთი), თურქეთის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის, იედითეფე უნივერსიტეტის (თურქეთი), აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის, მონგოლეთის საერთაშორისო უნივერსიტეტის, დასავლეთ კასპიის უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები.
კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება პროექტის ვებგვერდზე http://jeanmonnet.gtu.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *