ჟან მონეს აუდიტორია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟან მონეს კაბინეტი დაარსდა

ჟან მონეს მემორიალური დაფის პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, დეკანატისა და ევროპეისტიკის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის მხარდაჭერით შეიქმნა ჟან მონეს კაბინეტი, სადაც განთავსდება ჟან მონეს მემორიალური დაფა.

აღნიშნული დაფა გამოგზავნილ იქნა ევროპის კომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ემზარ ფაჟავას და ევროპეისტიკის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის სახელზე,  სადაც ხორციელდება პროექტი, „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია,“ რომელმაც გაიმარჯვა Erasmus+ Jean Monnet Module  პროგრამის კონკურსში,

ბრიუსელიდან მიღებულ დაფას თან ახლდა წერილი,  სადაც ნათქვამია:

„მოხარული ვართ, რომ გაგიგზავნეთ ჟან მონეს მემორიალურ დაფას, რომელსაც აღმასრულებელი სააგებნტო ანიჭებს თქვენს ორგანიზაციას.

ამ დაფას ორმაგი მიზანი აქვს. პირველ რიგში ის ემსახურება ევროინტეგრაციის სწავლების ხარისხს  და  წარმოადგენს თქვენს მიღწევებს ამ სფეროში ჟან მონეს კუთხით.

იმავდროულად, ის ასევე თვალსაჩინოს ხდის ჟან მონეს საქმიანობას და  წარმოადგენს მას, როგორც ძირითად ელემენტს ევროპული საკითხების განვითარებისთვის, როგორც თქვენი დაწესებულების შიგნით, ასვე მის ფარგლებს გარეთ.

ვიმედოვნებთ, რომ  სიამაყით მოხდება დაფის გამოფენა და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ევროპულ წამოწყებებში.“

აღნიშნულიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, დეკანატისა და ევროპეისტიკის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის მხარდაჭერით შეიქმნა ჟან მონეს კაბინეტი, სადაც განთავსდება ჟან მონეს მემორიალური დაფა.

პანდემიის დასრულების შემდეგ ოფიციალურად გაიხსნება მემორიალური დაფა. კაბინეტი ხელს შეუწყობს: ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზებას;  საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ევროინტეგრაციული პროცესებით დაინტერესებულ  პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს; სტუდენტთა აქტიურ ჩართვას ევროინტეგრაციული პროცესების შესწავლაში; ინტერდისციპლინარული სწავლისა და სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მისი ეფექტიანობის ამაღლებას; ევროპეისტიკის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას; პროექტის „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია” იმპლემენტასციას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *