პროექტი ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია დასრულდა

დასრულდა პროექტი ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია, რომლიც განხორციელდა შემდეგი აქტივობების მეშვეობით:

სალექციო კურსი

პროექტის ფარგლებში სტუდენტებისთვის მომზადდა სალექციო კურსი ევროპული იდეა და საქართველოს ევროინეტგრაცია.

სალექციო კურსის ელექტრონული ვერსია სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იყო პროექტის ვებგვერდის მეშვეობით. ამჟამად წიგნი დაბეჭდილია და მომავალი სასწავლო სემესტრიდან დაურიგდებათ სტუდენტებს.

სალექციო კურსმა გაიარა 6 წლიანი აკრედიტაცია საქართველოს განათლების სამინისტროში და მინიმუმ ექვსი წლის განმავლობაში აღნიშნული სალექციო კურსი ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტებისთვის, ასევე ამ სალექციო კურსის საფუძველზე ისწავლება მეორე სასწავლო კურსი საქართველო და ევროინტეგრაცია.

კონფერენციები

სულ პროექტის განმავლობაში ჩატარდა 3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

პოექტის ფარგლებში ჩატარდა სამი კონფერენცია. კონფერენციის ფორმატი იყო ჰიბრიდული. კონფერენციის ენა პირველ და მეორე კონფერენციაზე იყო ქართულ-ინგლისური. ხოლო მესამე კონფერენციაზე მხოლოდ ინგლისური. მასში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა, დამოუკიდებელმა მკვლევარებმა, დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა. მონაწილეები თვითონ ირჩევდნენ მასში მონაწილეობის ფორმატს. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები დაიბეჭდა კონფერენციის შრომათა კრებულში. სულ მომზადდა და დაიბეჭდა სამი ნომერი.

  1. კონფერენცია საქართველო და ევროიმინტეგრაცია. 29-30 ივლისი 2022 წ.

კონფერენციის ფორმატი ჰიბრიდული. კონფერენციის ჩატარების ადგილი თბილისი.

კონფერენციის ენა ქართულ-ინგლისური. კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთის 16 სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულება. კონფერენციას ესწრებოდა 59 მონაწილე, მათ შორის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები.

2. კონფერენცია საქართველო და ევროიმინტეგრაცია. 28-29 სექტემბერი 2022 წ.

კონფერენციის ფორმატი ონლაინ. კონფერენციის ენა ქართულ-ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთის 12 სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულება. კონფერენციას ესწრებოდა 41 მონაწილე, მათ შორის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები.

3. კონფერენცია “The Caucasus at the Crossroads: What Role for the EU?” 4-5 ნოემბერი 2022 წ.

კონფერენციის ფორმატი ჰიბრიდული. კონფერენცია ჩატარდა with the Association of European Studies for the Caucasus (AESC). ხელმძღვანელი ტომას კრესმანნი.

კონფერენციის ენა ინგლისური. კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს 7 და უცხოეთის 13 სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულება. კონფერენციას ესწრებოდა 34 მონაწილე, მათ შორის პროფესორები და დოქტორანტები.

კონფერენციის შრომათა კრებული

მომზადდა და დაიბეჭდა კონფერენციის შრომათა კრებულის 3 ნომერი. კრებულის სახელწოდება საქართველო და ევროპა. კრაბულში განთავსდა  კონფერენციაზე წარმოდგენილი ის სამეცნიერო სტატიები, რომლებმაც დააკმაყოფილა მოთხოვნილი პარამეტრები.

  1. კონფერენციის შრომათა კრებულის საქართველო და ევროპა # 1. სტატიების ენა ქართულ-ინგლისური.სტატიების რაოდენობა 18. გვერდი 143. მთავარი რედაქტორი პროექტის კოორდინატორი ემზარ ფაჟავა.
  2. კონფერენციის შრომათა კრებულის საქართველო და ევროპა # 2. სტატიების ენა ქართულ-ინგლისური. სტატიების რაოდენობა 15. გვერდი 126. მთავარი რედაქტორი პროექტის კოორდინატორი ემზარ ფაჟავა.
  3. კონფერენციის შრომათა კრებულის საქართველო და ევროპა # 3. სტატიების ენა ინგლისური. სტატიების რაოდენობა 15. გვერდი 94. მთავარი რედაქტორი პროექტის კოორდინატორი ემზარ ფაჟავა. კრებულში წარმოდგენილია, როგორც სრული ტექსტები ასევე extended abstracts. მესამე ნომერში ვერ მხვდა ის სტატიები, რომელთა დაბეჭდვა იგეგმება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში.

ცვლილებები პროექტში

პროექტში ცვლილებები მოხდა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შექმნილი პანდემიის გამო.

  1. შეიცვალა სწავლების ფორმატი: ofline მაგივრად სწავლა მთელი პროექტის განმავლობაში მიმდინარეობდა online.
  2. გადაიდო კონფერენციების ჩატარება და ფორმატი ofline შეიცვალა ჰიბრიდულით.
  3. ვინაიდან, არქეოლოგიისა და ისტორიიის დეპარტამენტის სტუდენტების შეუჩერდათ დროებით სასწავლო აკრედიტაცია სალექციო კურსები მათ ნაცვლად ჩაუტარდა ევროპეისტიკის დეპარტამენტის სტუდენტებს.

ასევე მოხდა დადებითი ცვლილებები: ნაცვლად დაგეგმილი 360 სალექციო საათისა ჩატარდა 390 საათი. ხოლო ლექცია სემინარებში მონაწილება მიიღო 409 სტუდენტმა ნაცვლად დაგეგმილი 360-ისა.

პროექტის შტატი

ძირითადი შტატი

ემზარ ფაჟავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. დოქტორი. პროექტის კოორდინატორი. სალექციო კურსის საქართველო და ევროინტეგრაცია ავტორი. კონფერენციის მოდერატორი. კონფერენციის შრომათა კრებულის მთავარი რედაქტორი;

დამხმარე შტატი

ოლივერ რაისნერი ილიაუნის და ჟან მონეს პოფესორი. დოქტორი, კონფერენციის თანაორგანიზატორი და მოდერატორი;

კრუისმანი თომას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, კონფერენციის თანაორგანიზატორი და პარტნიორი ორგანიზაციის პრეზიდენტი.

ნუზარ ბარდაველიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, პროექტის მოდერატორი და კონფერენციის შრომათა კრებულის რედაქტორი;

ამილახვარი ლიზი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, კონფერენციიის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხემლმძღვანელი.

პროექტის გავლენა

პროექტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სამიზნე ჯგუფებზე – სტუდენტებზე. განსაკუთრებული იყო მისი სარგებელი, როგორც  ადგილობრივ, მასპინძელ, ისე რეგიონულ, ეროვნულ, ევროპულ და გლობალურ დონეზე.  პროექტმა ასევე ხელი შეუწყო ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ცოდნის სტიმულირებას სტუდენტ-ახალგაზრდებში, ამ სფეროში სამეცნიერო რესურსებისა და აკადემიური აქტივობების ხილვადობის გაზრდას.

მნიშვნელოვანია პროექტის გავლენა ეროვნულ და გლობალურ დონეზე. კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა განხორციელდა ადგილობრივ, რეგიონალურ და ტრანსნაციონალურ დონეზე.

ადგილობრივი დონე

ადგილობრივი დონეს განეკუთვნება შემდეგი პუბლიკაციები: სალექციო კურსი-ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია. ლექცია-სემინარების ჩატარება სტუდენტებისთვის. სამეცნიერო კონფერენცია და კონფერენციის შრომათა კრებული.

გლობალური დონე

პროექტის გლობალურ დონეს განსაძღვრავს ასევე სამი კონფერენციის შრომების კრებული საქართველო და ევროპა. მათ შორის ორი ნომერი ქართულ-ინგლისურ ენაზე და ერთი ნომერი ინგლისურ ენაზე. სადაც დაიბეჭდა ქათველი და უცხოელი მეცნიერ-მკვლევარების დოქტორანტებისა და მაგისტრანტების 48 სამეცნიერო სტატია ქართულ-ინგლისურ ენაზე.

სამი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვიდმეტმა ქართულმა და ცამეტმა საზღვარგარეთის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების (მათ შორის Columbia University (USA), Nuova Accademia di Belle Arti. (Italy), Universidade Federal de Pernambuco (Brazil),  Goethe University of Frankfurt (Germany), Polish Academy of Sciences (Poland), Adam Mickiewicz University of Poland (Poland), Warsaw University (Poland),  Beykent University (Turkey), Bahçeşehir University of Turkey (Turkey), Azerbaijan Academy of Sciences (Azerbaijan), Yeditefe University (Turkey), International University of Mongolia (Mongolia), Western Caspian University (Azerbaijan), Georgian Technical University (Georgia), Tbilisi State University University (Georgia), Ilia State University (Georgia), New Vision University ( Georgia)., Grigol Robakidze University( Georgia) Guram Tavartkiladze University (Georgia), National University of Georgia (SEU) (Georgia). Gori State Educational University (Georgia), Sulkhan-Saba Orbelian University (Georgia), Black Sea International University (Georgia), Caucasus University (Georgia), University of Georgia (Georgia), National Center for Professional Development of Teachers (Georgia), University of Business and Technology (Georgia), New higher education institution  (Georgia), Regionalism Research Institute (Georgia), Kutaisi State Historical Museum (Georgia).134 მეცნიერ-მკვლევარმა, დოქტორანტმა და მაგისტრანტმა.

პროექტის გლობალურობას ხელი შეუწყო ასევე კავკასიის ევროპული კვლევების ასოციაციამ (Association of European Studies for the Caucasus AESC), რომელიც პროექტის პარტნიორი გახდა კონფრენციის ორგანიზებაში, რომელმაც სამხრეთ კავკასიის, შავიზღვისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით მუშაობდა ევროინტეგრაციულ პროექტებზე.

პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, პროექტის ვებგვერდების მეშვეობით. ინფორმაცია ასევე ვრცელდებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტების ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონული მედია საშუალებით. ჟან მონეს ფეისბუკ კლუბის მეშვეობით, რომელიც პროექტის ფარგლებში შექმნა. ასევე პროექტში და კონფერენციის მონაწილეთა სოციალური ქსელების მეშვეობით (Twitter, Facebook).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *