2022 წლის 28-29 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟან მონე მოდულის
პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო დაევროინტეგრაცია“ გაიმართა.
კონფერენცია სტუს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენცია გახსნა პროექტის კოორდინატორმა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა სტუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ ფაჟავამ.კონფერენციის გახსნაში მონაწილეობდნენ:სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – დევი ხვედელიანი;სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი – პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი;სტუ-ს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – პროფესორი თამარ კიკნაძე.კავკასიის ევროპული კვლევების ასოციასციის თავმჯდომარე – პროფესორი თომას კრუისმანი, გრაცის უნივერსიტეტი.კონფერენციის თანაორგანიზატორი და მოდერატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლივერ რაისნერი.კონფერენციის მოდერატორი სტუ-ს ასოცირებული პროფესორი ნუგზარ ბარდაველიძე.კონფერენციის საერთაშორისო და საზოგადოებრივი ურთიერთობებისხელმძღვანელი, სტუ-ს ასოცირებული პროფესორი ლიზა ამილახვარიკონფერენცია მოიცავდა შემდეგ თემატური მიმართულებებს: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; სამართალი; ბიზნესი და მენეჯმენტი.კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთის 16 უნივერსიტეტეტის 51 პროფესორ-მასწავლებელი, დოქტორანტი და მაგისტრი.კონფერენციის მიზანი იყო სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებში ევროინტეგრაციული კვლევების მხარდაჭერა;კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში „ევროპული კვლევები“, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება პროექტის ვებგვერდზე http://jeanmonnet.gtu.ge
პროექტი მხარდაჭერილია ერასმუს + ჟან მონე მოდულისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ.