Erasmus+ Jean Monnet Module პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დაიწყო


2022 წლის მეორე სემესტრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ დაიწყო.
ლექცია-სემინარები მიმდინარეობს პროექტის „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ ფარგლებში.
პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია: უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები.
პანდემიის გამო სალექციო კურსები მიმდინარე წელსაც დისტანციური სწავლებით გაგრძელდება. რომელსაც უნივერსიტეტი უზრუნველყოფდა სპეციალური ელექტრონული პლატფორმებით.
ლექციებს აღნიშნული პროექტის კოორდინატორი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა კითხულობდა.
პროექტის ფარგლებში სტუდენთებისთვის მომზადებული სალექციო კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია.“
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე ფუნქციონირებს ვებგვერდი (jeanmonnet.gtu.ge) ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც პროექტის მიმდინარეობის შესახებ ხდება მასალების განთავსება.
პროექტი “ევროკავშირის Erasmus+ Jean Monnet Module პროგრამისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *