საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ დაიწყო.
ლექციებს აღნიშნული პროექტის კოორდინატორი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა კითხულობს.
მიმდინარე, 2020 სასწავლო წელს პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია: უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტები.
სალექციო კურსი წარმოადგენს თავისუფალ კომპონენტს და არის არჩევითი. პროექტის ფარგლებში სტუდენთებისთვის მომზადებულია სალექციო კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია.“
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ვებგვერდი ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც პროექტის მიმდინარეობის შესახებ ხდება მასალების განთავსება.
პანდემიის გამო სალექციო კურსები დაიწყო დისტანციური სწავლებით, რომელსაც უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სპეციალური ელექტრონული პლატფორმებით.
ლექციები “ევროკავშირის Erasmus+ Jean Monnet Module პროგრამისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი დასრულდება 2022 წელს.უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პროექტის