2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში ახალციხის, გორისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებში ჩატარდა სემინარები თემაზე „საქართველოს ევროპული ორიენტაცია“. აღნიშნული სემინარები მოეწყო პროექტის „საქართველოს ევროპული ორიენტციის გენეზისი“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
პრეზენტაციას მოდერატორობას უწევდა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ნუგზარ ბარდაველიძე.
აუდიტორიის წინაშე ისაუბრა პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ემზარ ფაჟავამ, მან ყურადღება გამახვილა საქართველოს ევროპული ორიენტაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივებზე.
ავტორმა ასევე ისაუბრა მონაგრაფიის „საქართველოს ევროპული ორიენტციის გენეზისი“ შესახებ, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპაზე ორიენტაციის გენეზისის კვლევა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებელი იყო, ვინაიდან საქართველოს დასავლურ სამყაროსთან წარსული ისტორიული ურთიერთობის პერსპექტივის შესწავლასა და ახლებურ გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შემდგომი განვითარების გააზრებისათვის.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები.
ავტორმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიეროფონდის მიმართ პროექტის ფინანსური მხარდაჭერითვის, რამაც საშუალება მისცა ემუშავა წარმოდგენილ ნაშრომზე.
ბოლოს მან ასევე უპასუხა დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს და მადლობა გადაუხადა სემინარზე დასწრებისთვის.