პროექტი ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია დასრულდა

დასრულდა პროექტი ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია, რომლიც განხორციელდა შემდეგი აქტივობების მეშვეობით: სალექციო კურსი პროექტის ფარგლებში სტუდენტებისთვის მომზადდა სალექციო კურსი ევროპული იდეა და საქართველოს ევროინეტგრაცია. სალექციო კურსის ელექტრონული ვერსია სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იყო პროექტის ვებგვერდის მეშვეობით. ამჟამად წიგნი დაბეჭდილია და მომავალი სასწავლო სემესტრიდან დაურიგდებათ სტუდენტებს. სალექციო კურსმა გაიარა 6 წლიანი აკრედიტაცია…

Continue reading

სტუ-ში ჟან მონე მოდულის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2022 წლის 4-5 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ ჟან მონე მოდულის პროექტის ფარგლებში კავკასიის ევროპული კვლევების ასოციაციასთან ერთად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რა როლი აქვს ევროკავშირს?“ გაიმართა.კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.კონფერენცია სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მხარდაჭერით…

Continue reading

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რა როლი აქვს ევროკავშირს?“დღის წესრიგი 4-5 ნოემბერი 2022

კონფერენცია ტარდება Erasmus+ ჟან მონე მოდულის პროექტის ფარგლებში კავკასიის ევროპული კვლევების ასოციაციასთან.

Continue reading