საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ დამთავრდა.
ლექცია-სემინარები მიმდინარეობდა პროექტის „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ ფარგლებში.
პროექტის მიზნობრივი ჯგუფები იყო: უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები.
სულ პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა სტუდენტმა.
პანდემიის გამო სალექციო კურსები მიმდინარეობდა დისტანციური სწავლებით. რომელსაც უნივერსიტეტი უზრუნველყოფდა სპეციალური ელექტრონული პლატფორმებით.
ლექციებს აღნიშნული პროექტის კოორდინატორი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა კითხულობდა.
პროექტის ფარგლებში სტუდენთებისთვის მომზადდა სალექციო კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია.“
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე ფუნქციონირებს ვებგვერდი (jeanmonnet.gtu.ge) ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც პროექტის მიმდინარეობის შესახებ ხდება მასალების განთავსება.
ლექცია-სემინარები გრძელდებოდა სამი წლის განმავლობაში (2019-2022 წლები).
პროექტი “ევროკავშირის Erasmus+ Jean Monnet Module პროგრამისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.