საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველო და ევროინტეგრაცია გაიმართა
2022 წლის 28-29 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟან მონე მოდულის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო დაევროინტეგრაცია“ გაიმართა. კონფერენცია სტუს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.კონფერენცია გახსნა პროექტის კოორდინატორმა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა სტუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ ფაჟავამ.კონფერენციის გახსნაში მონაწილეობდნენ:სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – დევი ხვედელიანი;სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი – პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი;სტუ-ს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – პროფესორი თამარ კიკნაძე.კავკასიის ევროპული კვლევების…