საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ დამთავრდა.
ლექციებს აღნიშნული პროექტის კოორდინატორი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა კითხულობდა.
მიმდინარე სასწავლო წელს პროექტის მიზნობრივი ჯგუფები იყო: უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტები. სულ ლექცია-სემინარებში მონაწილეობდა 7 ჯგუფი -154 სტუდენტი. თითოეული ჯგუფისთვის ჩატარდება 15 ლექცია და 15 სემინარი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე ფუნქციონირებს ვებგვერდი ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც პროექტის მიმდინარეობის შესახებ ხდება მასალების განთავსება.
პანდემიის გამო მიმდინარე 2021 წელსაც სალექციო კურსები მიმდინარეობდა დისტანციური სწავლებით. რომელსაც უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სპეციალური ელექტრონული პლატფორმებით.
ლექციები “ევროკავშირის Erasmus+ Jean Monnet Module პროგრამისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი 2019 წელს დაიწყო და დასრულდება 2022 წელს.