სტუ-ში ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია” დამთავრდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ დამთავრდა. ლექციებს აღნიშნული პროექტის კოორდინატორი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა კითხულობდა. მიმდინარე სასწავლო წელს პროექტის მიზნობრივი ჯგუფები იყო: უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტები. სულ ლექცია-სემინარებში მონაწილეობდა…