სტუ-ში ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია” დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა
და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და
საქართველოს ევროინტეგრაცია“ დაიწყო.
ლექციებს აღნიშნული პროექტის კოორდინატორი, უნივერსიტეტის ასოცირებული
პროფესორი ემზარ ფაჟავა კითხულობს.
მიმდინარე სასწავლო წელს პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია: უნივერსიტეტის საინჟინრო
ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის
მეოთხე კურსის სტუდენტები. სულ ლექცია-სემინარებში მონაწილეობს 7 ჯგუფი -150 მეტი
სტუდენტი. თითოეული ჯგუფისთვის ჩატარდება 15 ლექცია და 15 სემინარი.
სალექციო კურსი წარმოადგენს თავისუფალ კომპონენტს და არის არჩევითი. პროექტის ფარგლებში
სტუდენთებისთვის მომზადებულია სალექციო კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს
ევროინტეგრაცია.“
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ვებგვერდი ქართულ და ინგლისურ ენებზე,
სადაც პროექტის მიმდინარეობის შესახებ ხდება მასალების განთავსება.
პანდემიის გამო მიმდინარე 2021 წელსაც სალექციო კურსები დაიწყო დისტანციური სწავლებით,
რომელსაც უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სპეციალური ელექტრონული პლატფორმებით.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პროექტის იმპლემენტაციას მაქსიმალურად ხელს უწყობს.
ლექციები “ევროკავშირის Erasmus+ Jean Monnet Module პროგრამისა და საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი 2019 წელს დაიწყო და დასრულდება 2022 წელს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *