სტუ-ში ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია” გრძელდება

02-06-2020

საქართველოს   ტექნიკური   უნივერსიტეტის   საინჟინრო   ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა   და   სოციალურ   მეცნიერებათა   ფაკულტეტზე გრძელდება ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია,“   რომელიც   “ევროკავშირის   Erasmus+   Jean   MonnetModule    პროგრამის   მხარდაჭერით   ხორციელდება. 

ლექციებს   აღნიშნული   პროექტის   კოორდინატორი,   უნივერსიტეტის   ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა კითხულობს.

მიმდინარე 2020 სასწავლო წლის პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია: უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტები. სალექციო კურსი წარმოადგენს თავისუფალ კომპონენტს და არის არჩევითი. პროექტის ფარგლებში სტუდენთებისთვის მომზადდა სალექციო კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია.“

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ვებგვერდი ქართულ და ინგლისურ ენებზე,   სადაც   პროექტის   მიმდინარეობის   შესახებ   ხდება   მასალების   განთავსება.

მსოფლიოში შექმნილი პანდემიის გამო სალექციო კურსები დაიწყო და გრძელდება დისტანციური   სწავლებით,   რომელსაც   უნივერსიტეტი   უზრუნველყოფს   სპეციალური ელექტრონული პლატფორმებით.

უნივერსიტეტის   ადმინისტრაცია პროექტის იმპლემენტაციას მაქსიმალურად   ხელს უწყობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *