სტუ-ში ჟან მონე მოდულის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2022 წლის 28-29 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟან მონე მოდულის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ევროინტეგრაცია“ გაიმართა.

კონფერენცია სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენცია გახსნა პროექტის კოორდინატორმა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა  სტუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ ფაჟავამ.

კონფერენციის გახსნაში მონაწილეობდნენ:

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – დევი ხვედელიანი;

სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი – პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი;

სტუ-ს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – პროფესორი თამარ კიკნაძე.

კავკასიის ევროპული კვლევების ასოციასციის თავმჯდომარე – პროფესორი თომას კრუისმანი, გრაცის უნივერსიტეტი.

კონფერენციის თანაორგანიზატორი და მოდერატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლივერ რაისნერი.

კონფერენციის მოდერატორი სტუ-ს ასოცირებული პროფესორი ნუგზარ ბარდაველიძე.

კონფერენციის საერთაშორისო და საზოგადოებრივი ურთიერთობების ხელმძღვანელი,  სტუ-ს ასოცირებული პროფესორი ლიზა ამილახვარი

კონფერენცია მოიცავდა შემდეგ თემატური მიმართულებებს: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; სამართალი; ბიზნესი და მენეჯმენტი.

კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთის 16 უნივერსიტეტეტის 51 პროფესორ-მასწავლებელი, დოქტორანტი და მაგისტრი.

კონფერენციის მიზანი იყო სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებში ევროინტეგრაციული კვლევების მხარდაჭერა;

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში „ევროპული კვლევები“, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება პროექტის ვებგვერდზე http://jeanmonnet.gtu.ge

პროექტი მხარდაჭერილია ერასმუს + ჟან მონე მოდულისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *